Tuesday, December 25, 2018

შიდა დაკვირვების გაკვეთილი IX კლასში

სკოლა
მუხურის თემის საჯარო სკოლა
მასწავლებელი
ციცინო ჩიქოვანი
საგანი: მათემატიკა
კლასი: IX
ჩატარების თარიღი: 26.11.2018
დრო: 45 წთ
თემა
პარალელური გადატანა
მოსწავლეთა პროფილი
7
(სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის მიზანი:
● მოსწავლეები გაეცნობიან გეომეტრიული გარდაქმნის კიდევ ერთ სახეს, პარალელურ გადატანას; გეომეტრიულ გარდაქმნათა კომპოზიციებს.
● გაიწაფებიან წრფის მიმართ სიმეტრიული ფიგურის აგებაში; ფიგურის სახის პოვნაში ნახაზითა და სიპრტყეზე კოორდინატების გამოყენებით.
● გაიაზრებენ, რომ პარალელური გადატანა მოძრაობის ერთ-ერთი კერძო სახეა, რასაც გამოიყენებენ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
მოსალოდნელი შედეგები:
მსჯელობს, თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია, ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
● ფიგურის შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტნდარტი:
მათ.IX.9 მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება.
 საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
აგებს წრფისა და წერტილის მიმართ სიმეტრიულ ფიგურებს.
● პოულობს სიმეტრიის ცენტრს და სიმეტრიის ღერძებს.
● ეძებს საკოორდინატო სიბრტყეზე წერტილის კოორდინატებს.
შეფასება და თვითშეფასება:
● განმავითარებელი შეფასება.
● განმსაზღვრელი შეფასება ანალიტიკური რუბრიკის გამოყენებით.
მოსწავლეთა ორგანიზება:
● ინდივიდუალურად.
● ჯგუფურად.
სასწავლო მასალა და რესურსები:
● სამუშაო რვეული, ფურცლები, სახაზავი, საწერკალამი, დაფა, ცარცი, პლაკატები, ფერადი მარკერები, კომპიუტერები, პროექტორი, მათემატიკის ამოცანათა კრებული და სახელმძღვანელო - გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი
გაკვეთილის მსვლელობა:
შესავალი (გამოწვევის ფაზა): (3წთ)
● მისალმება, საშინაო დავალების შემოწმება.
● მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
● გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.
აქტივობა N1 (7წთ)
სტრატეგია: ● რა ვიცი
                      ● რა მინდა ვიცოდე
                      ● რა ვისწავლე
აქტივობის მიზანი:
● წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
● მოსწავლეები ჩამოთვლიან რაც იციან თემასთან დაკავშირებით და იმასაც, თუ რა ცოდნის მიღება უნდათ.
● მასწავლებელი აძლევს დავალებას წრფის მიმართ სიმეტრიუი ფიგურის აგებაზე; სიმეტრიის კომპოზიციაზე და წერტილის კოორდინატების პოვნაზე.
აქტივობა N2 ახალი მასალის ახსნა (10წთ)
ვიდეოს ჩვენება საკოორდინატო სიბრტყეზე პარალელური გადატანის შესრულებაზე.
აქტივობის მიზანი:
● ვექტორით პარალელური გადატანის ჩვენება.
აქტივობის აღწერა:
● მოისმენენ და ნახავენ ვექტორით პარალელურ გადატანას საკოორდინატო სიბრტყეზე.
აქტივობა N3 სიღრმისეული წვდომა (10წთ)
აქტივობის მიზანი:
● მოსწავლეთა აქტიური ჩართვა გაკვეთილის პროცესში და მიღებული ცოდნის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა:
● ნახავენ საკოორდინატო სიბრტყეზე წარმოდგენის პარალელურ გადატანას.
● ნახავენ რა ვექტორით არის პარალელური გადატანა შესრულებული.
● მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აძლევს უჯრიან ფურცელზე შესრულებულ პარალელური გადატანის ნახაზს.
● თითოეულმა მოსწავლემ უნდა იპოვოს ფიგურისა და მისი სახის კოორდინატები, შემდეგ კი უნდა იპოვონ რა ვექტორით არის პარალელური გადატანა შესრულებული.
● მასწავლებელი „გამოსაძახებელი ჩხირების“ საშუალებით დაფასთან გაიძახებს მოსწავლეებს და იგივე დავალებას ასრულებენ ქაღალდის დიდ ფორმატზე შესრულებული პარალელური გადატანის ნახაზით.
● „გამოსაძახებელი ჩხირების“ საშუალებით მოსწავლეები ხსნიან სახელმძღვანელოს გვ.139-ზე მოცემულ ამოცანებს N1-დან N4-მდე.
აქტივობა N4 ჯგუფური მუშაობა (10წთ)
აქტივობის მიზანი:
● მოსწავლეთა წახალისება
აქტივობის აღწერა:
● მასწავლებელი ჯგუფურ მუსაობას აძლევს შეჯიბრის სახეს, კლასის 7 მოსწავლეს ყოფს  3-3 წევრიან ჯგუფად. მეშვიდე მოსწავლეს ავალებს ორივე ჯგუფის მუშაობისთვის თვალ-ყურის დევნებას.
● ორივე ჯგუფს ეძლება ერთი და იგივე შინაარსის 12-12 დავალება პარალელურ გადატანაზე.
● მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას შესრულებული სამუშაოს შესახებ.
აქტივობა N5 მოსწავლეთა შეფასება (3წთ)
აქტივობის მიზანი:
● მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეები წინასწარ ცნობილი და შემუშავებული შეფასების რუბრიკის გამოყენებით განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
აქტივობის აღწერა:
● მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს წინასწარ ცნობილი შეფასების რუბრიკის მიხედვით შესაბამისი ქულით და აძლევს განმავითარებე კომენტარს.
აქტივობა N6 საშიანო დავალების მიცემა (2წთ)
აქტივობის მიზანი:
● განიმტკიცონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მიზნობრივი დავალების შესრულებით.
აქტივობის აღწერა:
● გაკვეთილის შემდგომი შესასრულებელი დავალებას აცნობს და აძლევს ინფორმაციას.
● მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩაინიშნონ დავალების ნომრები გვ.140-ზე  N5,N6,N7,N8.
დამატებითი დავალება ამოცანათა კრებულიდან გვ.54-ზე N9-დან N18-მდე არჩევით.
აქტივობა N7 დარჩენილი სარეზერვო დროის გამოყენება (ვიდეო)
აქტივობის მიზანი:
● შემზადება შემდგომი გაკვეთილისთვის
აქტივობის აღწერა:
● გეომეტრიული გარდაქმნების სხვადასხვა გამოყენების ჩვენება.

დანართი                                       ანალიტიკური შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
არადამაკმაყოფილებელი
                   3-4
დამაკმაყოგილებელი
             5-6
კარგი
 7-8
ძალიან კარგი
      9-10
წინარე ცოდნა
მოსწავლე ვერ ავლენს წინარე ცოდნას
მოსწავლე ნაწილობრივ ავლენს წინარე ცოდნას
მოსწავლე კარგად ავლენს წინარე ცოდნას
მოსწავლე ძალიან კარგად ავლენს წინარე ცოდნას
ჩართულობა
მოსწავლე საერთოდ არ არი ჩართული გაკვეთილის პროცესში
მოსწავლე ნაწილობრივ არის ჩართული გაკვეთილის პროცესში
მოსწავლე კარგად არის ჩართული გაკვეთილის პროცესში
მოსწავლე ძალიან კარგად არის ჩართული გაკვეთილის პროცესში
თანამშრომლობა
მოსწავლე საერთოდ არ თანამშრომლობს ჯგუფთან
მოსწავლე ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფთან
მოსწავლე კკარგად თნამშრომლობს ჯგუფთან
მოსწავლე ძალიან კარგად თანამშრომლობს ჯგუფთნ
დროის ლიმიტი
ვერ იცავს დროის ლიმიტს
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
საკმარისად იცავს დროის ლიმიტს
საუკეთესოდ იცავს დროის ლიმიტს
თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება
მოსწავლე ვერ იყენებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში
მოსწავლე ნაწილობრივ იყენებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში
მოსწავლე კარგად იყენებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში
მოსწავლე ძალიან კარგად იყენებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში

                                        გაკვეთილის რეფლექსია
   2018 წლის 26 ნოემბერს IX კლასში შიდა დაკვირვების გაკვეთიი წარვმართე წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, ესგ სტანდარტისა და გაკვეთილის მიზნების გათვალისწინებით. მოსწავლეებმა წარმატებით მიაღწიეს მიზანს, მათ განიმტკიცეს და გაიღრმავეს ცოდნა საგანში. კარგად გაიაზრეს რა არის პარალელური გადატანა და დამოუკიდებლად შეძლეს პრაქტიკულად ამ გარდაქმნის ვექტორით გნსაზღვრა. ამ ფაქტით კმაყოფილი ვარ, რადგანაც მათ უვითარდებათ ცოდნის გამოყენების უნარი.
    დროის მოგების მიზნით, გაკვეთილის დაწყებამდე მოვაწყვე ოთახი: კედელზე გავაკარი გაკვეთილის მიზანი, შეფასების კრიტერიუმები, პლაკატები. სამუშაო მაგიდებზე დავალაგე კომპიუტერები დინამიკებით, სამუშაო რვეულები, ფურცლები, მარკერები, სახელმძღვანელოები და სხვა საჭირო სასწავლო რესურსები. ვფიქრობ, გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო ეფექტინად სასწავლო რესურსების გამოყენება და მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება.
     მიზნის მისაღწევად შევარჩიე სწავლების მეთოდი: რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე. პირველ აქტივობაში გამოავლინეს აუცილებელი წინარე ცოდნა, რაც მათ დასჭირდათ მომდეევნო აქტივობების წარმატებულად განხორციელებაში.
     ახალი მასალის ახსნისას პლაკატის გამოყენებამ და ვიდეოს ჩვენებამ ხელი შეუწყო სწავლისადმი მათი მოტივაციის ამაღლებას.
      გაკვეთილი მოსწავლეთათვის იყო საინტერესო, ხალისით ასრულებდნენ ყვველა დავალებას, განსაკუთრებით მოეწონათ ინდივიდუალური მუშაობის ფორმა, როცა მოხდა ვინ იქნება პირველის გამოვლენა.
      გაკვეთილის შემდეგი ეტაპი წარვმართე ჯგუფური  მუშაობის ფორმით, რომელიც გაცილებით ეფექტური გამოდგა. ჯერ ერთი, ი.ს.ტ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესს მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის, მეორე,ჯგუფურ მუშაობას შეჯიბრის სახე ჰქონდა და მესამე, მერხების დალაგებისას ერთმა მოსწავლემ მაგიდა პარალელურად გადაიტანა და იუმორით განსაზღვრა გადატანის ვექტორი.
     გაკვეთილის მსვლელობისას რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ერთი ისეთი აქტივობის ჩატარება მომიხდა, რაც გეგმაში არ მქონდა გათვალისწინებული. დაფაზე მართკუთხა სახაზავით სამკუთხედის „გასრიალება“ ვაჩვენე, მერე ნახაზებიც შევასრულე ამ „გასრიალებული სამკუთხედის სახეების, რომელმაც დამატებითი აქტივობისთვის გამოყოფილი დრო წამართვა.
    შემდგომში გაკვეთილზე გამოვიყენებ ელექტრონულ რესურსს პროექტორის დახმარებით,რაც უფრო თვალსაჩინო იქნება მოსწავლეებისათვის. ვაჩვენებ ვიდეო მასალას გეომეტრიული გარდაქმნების სხვადასხვა გამოყენებაზე.
    ბოლო აქტივობაზე შევაჯამე გაკვეთილი, გამოიკვეთა „რა ვისწავლე“. ავღნიშნე, რომ ყველაფერი გააკეთეს კარგად. ორი მოსწავლე შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით 10 და 9 ქულაზე, დანარჩენ 5 მოსწავლეზე გამოვიყენე ზეპირი განმავითარბელი კომენტარი.
    ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული გაკვთილის პროცესი ესადაგება მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის მთავარ პრინციპს - სწავლა აქტიური პროცესია და მოსწავლემ თავად უნდა ააგოს ცოდნა მასწავლებლის დახმარებით.






















შიდა დაკვირვების გაკვეთილი V კლასში

                                              გაკვეთილის  გეგმა

სკოლა
მუხურის თემის საჯარო სკოლა
ავტორი
ციცინო ჩიქოვანი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური
V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
4 მოსწავლე
საგანი
მათემატიკა
გაკვეთილის თემა
ზომის ერთეულები
ესგ სტანდარტი
მათ.V.4 იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს
სასწავლო მიზნები
მოსწავლემ გაიხსენოს და გაიწაფოს სიგრძისა და დროის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებაში, გამოიყენოს დამოკიდებულება ამ ერთეულებს შორის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას

მოსწავლეთა ორგანიზება
მოსწავლეებს ვამუშავებ მთელ კლასთან ერთად, ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად
შეფასება
განმავითარებელი
წინასწარი ცოდნა
წარმოდგენა აქვთ სიგრძის, დროის და მასის საზომ ერთეულებზე; იციან რა კავშირია ამ ერთეულებს შორის; იყენებენ მასის ერთეულებს; იციან ნატურალური რიცხვების შედარება და მათზე მოქმედებები; ფიგურის პერიმეტრის გამოთვლა.
სასწავლო რესურსი
სახელმძღვანელო V კლასი-ნ. ჯაფარიძე, ნ.წულაია, მ.წილოსანი- გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის; სამუშაო რვეული, საწერკალამი, სახაზავი, საზომი ლენტა, დაფა, ცარცი, ფერადი მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, თვალსაჩინოება, სამუშაო ფურცლები. ზონარი.
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა - „გამოწვევა“ – 2 წთ
მოსწავლეებს აცნობს გკვეთილის მიზანს და შეფასების ფორმას.
II ფაზა - „შინაარსის რეალიზება“ – 40 წთ
აქტივობა 1. „ამოწმებს დავალებას“ – 5 წთ
აქტ. აღწერა: ამოწმებს დავალებას შემოვლით, უხსნის გაუგებარ საკითხებს, შემდეგ ახდენს მოსწავლეთა მოტივაციას კითხვებზე პასუხის გაცემით „გამოსაძახებელი ჩხირების“ საშუალებით. მოსწავლეები შეიხსენებენ და ხსნიან გვ.44-ზე N2 და N3 სავარჯიშოს
აქტივობა 2. „ინდივიდუალური მუშაობა“ – 5 წთ
აქტ.აღწერა: ნახაზის მიხედვით პოულობენ მონაკვეთის სიგრძესა და ოთხუთხედის პერიმეტრს გვ.44-ზე N10 და N11 ამოცანა
აქტივობა 3. „წყვილებში მუშაობა-ქვიზი“ – 7 წთ
აქტ.აღწერა: აწყვილებს მოსწავლეებს, კომპიუტერის საშუალებით აწვდის საინტერესო აქტივობას საზომ ერთეულებს შორის კავშირის დამყარებაზე.
აქტივობა 4. „დაფასთნ მუშაობა“ – 5 წთ
აქტ.არწერა: დაფასთან „ჩხირების“ საშუალებით გაიძახებს მოსწავლეებს სახელმძღვანელოს გვ.45-ზე მოცემული N16, N17,N18 და N20 ამოცანებზე.
აქრივობა 5: „ჯგუფური მუშაობა“ – 10 წთ
აქტ.აღწერა: ჯგუფს აძლევს ასეთ დავალებას: ზოგიერთი საგნის ზომები გაუზომავად ჩაწერონ გრაფაში, „ვარაუდი“. მერე გაზომონ ხელსაწყოებით და მონაცემები ჩაწერონ გაზომვის „შედეგებ“-ში. შეადადარონ მათი ვარაუდები გაზმოვის შედეგს და გააკეთონ დასკვნები; ჯგუფის წევრებთან იმსჯელონ, როგორ შეიძლება გაიზომოს მოცემული საგნები; ლიდერი გააკეთებს პრეზენტაციას; შეაფასებს საკუთარ თავს და ჯგუფის წევრების მუშაობასაც.
III ფაზა: - „რეფლექსია“ – 8 წთ
აქტივობა 6. „შეფასება“
აქტ.აღწერა: შეაჯამებენ გაკვეთილს, გააკეთებენ დასკვნას მიზნის მიღწევაზე, იმსჯელებენ დადებით მხარეებზე,  რა ვისწალეთ, რა გავაკეთეთ, რაში გამოგვადგება, რა იყო კარგი. შეაფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი სიტყვიერი კომენტარების მიცემით.
აქტივობა 7. „საშინაო დავალება“ – 3 წთ
აქტ.აღწერა: აძლევს საშინაო დავალებას და ინსტრუქციებს ამოცანების ამოხსნისათვის. დავალება: გვ.44-ზე N8, გვ.45-ზე N13,N14,N19.
დამატებითი აქტივობა: „ამოცანების ამოხსნა“
აქტ.აღწერა: კომპიუტერის საშუალებით მიაწოდებს სახალისო და საინტერესო ამოცანებს.


18.10.2018 წ
                                                      გაკვეთილის რეფლექსია

      2018 წლის 18 ოქტომბერს V კლასში ჩავატარე შიდა დაკვირვების გაკვეთილი თემაზე „ზომის ერთეულები“. გაკვეთილის მიზანი იყო: მათ.V.4. იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს. შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე იხსენებს და გაწაფულია სიგრძისა და დროის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებაში; იყენებს დამოკიდებულებას ამ ერთეულებს შორის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.                 
     გაკვეთილის დაწყების პირველ ფაზაში მოსწავლეებს გავაცანი მიზანი და შეფასების ფორმა პიქტოგრამით, რომლებიც წინასწარ მქონდა გაკრული კედელზე.  მოსწავლის მიერ თითოეული სწორად და კარგად შესრულებული დავალება შეფასდებოდა ვარსკვლავით, რომელიც ჩაიხატებოდა სიხშირეთა ცხრილში სიმბოლოთი, ბოლოს დაჯამდებოდა და გამოვავლენდით ამ გაკვეთილის ვარსკვლავს.
     გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, კმაყოფილი ვარ ერთი მხრივ იმით, რომ ოთხივე მოსწავლე კარგია, მეორე მხრივ დაგეგმილმა აქტივობებმაც სათანადოდ იმუშავა. მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს. კარგი იყო ის,რომ ბავშვებმა ისწავლეს წყვილებში და ჯგუფში მუშაობა, რითაც მათ განუვითარდებათ თანამშრომლობითი მუშაობის და პრეზენტაციის გაკეთების უნარი. შედეგების შეჯამებაც სწორად იყო გამოყენებული, სწავლებიდან მიღებუი სიამოვნება შექება ყველამ დაიმსახურა. ოთხივე ამ გაკვეთილის ვარსკვლავი გახდა.
    გეგმით გათვალისწწინებული აქტივობის გადახვევა - მოდიფიცირება დამჭირდა. აქტივობა „წყვილებში მუშაობის“-თვის 7 წთ მქონდა გათვალისწინებული. ერთ-ერთ დავალებაში 2სთ 20წთ 5წმ უნდა გამოესახათ წამებით, რომელიც ვერ შეძლეს. შეცდომას უშვებდა ოთხივე ბავშვი, რაც მათთვის „ნაყოფიერი შეცდომა“ იქნა. დაფასთან გავიყვანე ერთი მოსწავლე, რომელმაც დამხმარე კითხვების საშუალებით შეძლო სწორად ჩაეწერა. ამან კი აქტივობა „დაფასთასთან მუშაობის“ დრო წაგვართვა და ამიტომ ეს აქტივობა ბოლოში დამატებითი აქტივობისთვის გადავიტანე. პრობლემა არის ის რომ დროის ლიმიტი ვერ დავიცავი.შემდეგში გაკვეთილების ჩატარებისას, ცხადია, გავითვალისწინებ გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა, კერძოდ უფრო მეტს ვიმუშავებ დროის ლიმიტის დაცვაზე, რისთვისაც უფრო ნაკლებ აქტივობებს დავგეგმავ.