სკოლა
|
მუხურის თემის საჯარო სკოლა
|
|||||||||||||||||||||||||||||||
მასწავლებელი
|
ციცინო ჩიქოვანი
|
|||||||||||||||||||||||||||||||
საგანი: მათემატიკა
|
კლასი: IX
|
|||||||||||||||||||||||||||||||
ჩატარების თარიღი: 26.11.2018
|
დრო: 45 წთ
|
|||||||||||||||||||||||||||||||
თემა
|
პარალელური გადატანა
|
|||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
7
(სსსმ მოსწავლე არ მყავს)
|
|||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
მიზანი:
● მოსწავლეები გაეცნობიან გეომეტრიული გარდაქმნის
კიდევ ერთ სახეს, პარალელურ გადატანას; გეომეტრიულ გარდაქმნათა კომპოზიციებს.
● გაიწაფებიან წრფის მიმართ სიმეტრიული ფიგურის აგებაში;
ფიგურის სახის პოვნაში ნახაზითა და სიპრტყეზე კოორდინატების გამოყენებით.
● გაიაზრებენ, რომ პარალელური გადატანა მოძრაობის
ერთ-ერთი კერძო სახეა, რასაც გამოიყენებენ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი
შედეგები:
●
მსჯელობს, თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს
მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია, ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
● ფიგურის შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე
გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით
მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტნდარტი:
მათ.IX.9
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების
კვლევა და გამოყენება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
საჭირო წინარე ცოდნა და
უნარ-ჩვევები:
●
აგებს წრფისა და წერტილის მიმართ სიმეტრიულ ფიგურებს.
● პოულობს სიმეტრიის ცენტრს და სიმეტრიის ღერძებს.
● ეძებს საკოორდინატო სიბრტყეზე წერტილის კოორდინატებს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება
და თვითშეფასება:
● განმავითარებელი შეფასება.
● განმსაზღვრელი შეფასება ანალიტიკური რუბრიკის გამოყენებით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა
ორგანიზება:
● ინდივიდუალურად.
● ჯგუფურად.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
მასალა და რესურსები:
● სამუშაო რვეული, ფურცლები, სახაზავი, საწერკალამი,
დაფა, ცარცი, პლაკატები, ფერადი მარკერები, კომპიუტერები, პროექტორი, მათემატიკის
ამოცანათა კრებული და სახელმძღვანელო - გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ.
ქურჩიშვილი
|
||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
მსვლელობა:
შესავალი (გამოწვევის ფაზა): (3წთ)
● მისალმება, საშინაო დავალების შემოწმება.
● მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
● გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების
გაცნობა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა
N1 (7წთ)
სტრატეგია: ● რა ვიცი
● რა მინდა ვიცოდე
● რა ვისწავლე
აქტივობის მიზანი:
● წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
● მოსწავლეები ჩამოთვლიან რაც იციან თემასთან დაკავშირებით
და იმასაც, თუ რა ცოდნის მიღება უნდათ.
● მასწავლებელი აძლევს დავალებას წრფის მიმართ სიმეტრიუი
ფიგურის აგებაზე; სიმეტრიის კომპოზიციაზე და წერტილის კოორდინატების პოვნაზე.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა
N2 ახალი მასალის ახსნა (10წთ)
ვიდეოს ჩვენება საკოორდინატო სიბრტყეზე პარალელური
გადატანის შესრულებაზე.
აქტივობის მიზანი:
● ვექტორით პარალელური გადატანის ჩვენება.
აქტივობის აღწერა:
● მოისმენენ და ნახავენ ვექტორით პარალელურ გადატანას
საკოორდინატო სიბრტყეზე.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა
N3 სიღრმისეული წვდომა (10წთ)
აქტივობის მიზანი:
● მოსწავლეთა აქტიური ჩართვა გაკვეთილის პროცესში
და მიღებული ცოდნის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა:
● ნახავენ საკოორდინატო სიბრტყეზე წარმოდგენის პარალელურ
გადატანას.
● ნახავენ რა ვექტორით არის პარალელური გადატანა შესრულებული.
● მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აძლევს უჯრიან ფურცელზე
შესრულებულ პარალელური გადატანის ნახაზს.
● თითოეულმა მოსწავლემ უნდა იპოვოს ფიგურისა და მისი
სახის კოორდინატები, შემდეგ კი უნდა იპოვონ რა ვექტორით არის პარალელური გადატანა
შესრულებული.
● მასწავლებელი „გამოსაძახებელი ჩხირების“ საშუალებით
დაფასთან გაიძახებს მოსწავლეებს და იგივე დავალებას ასრულებენ ქაღალდის დიდ ფორმატზე
შესრულებული პარალელური გადატანის ნახაზით.
● „გამოსაძახებელი ჩხირების“ საშუალებით მოსწავლეები
ხსნიან სახელმძღვანელოს გვ.139-ზე მოცემულ ამოცანებს N1-დან N4-მდე.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა
N4 ჯგუფური მუშაობა (10წთ)
აქტივობის მიზანი:
● მოსწავლეთა წახალისება
აქტივობის აღწერა:
● მასწავლებელი ჯგუფურ მუსაობას აძლევს შეჯიბრის სახეს,
კლასის 7 მოსწავლეს ყოფს 3-3 წევრიან ჯგუფად.
მეშვიდე მოსწავლეს ავალებს ორივე ჯგუფის მუშაობისთვის თვალ-ყურის დევნებას.
● ორივე ჯგუფს ეძლება ერთი და იგივე შინაარსის
12-12 დავალება პარალელურ გადატანაზე.
● მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას შესრულებული
სამუშაოს შესახებ.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა
N5 მოსწავლეთა შეფასება (3წთ)
აქტივობის მიზანი:
● მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეები წინასწარ ცნობილი
და შემუშავებული შეფასების რუბრიკის გამოყენებით განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასებით.
აქტივობის აღწერა:
● მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს წინასწარ ცნობილი
შეფასების რუბრიკის მიხედვით შესაბამისი ქულით და აძლევს განმავითარებე კომენტარს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა
N6 საშიანო დავალების მიცემა (2წთ)
აქტივობის მიზანი:
● განიმტკიცონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მიზნობრივი
დავალების შესრულებით.
აქტივობის აღწერა:
● გაკვეთილის შემდგომი შესასრულებელი დავალებას აცნობს
და აძლევს ინფორმაციას.
● მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩაინიშნონ დავალების
ნომრები გვ.140-ზე N5,N6,N7,N8.
დამატებითი დავალება ამოცანათა კრებულიდან გვ.54-ზე
N9-დან N18-მდე არჩევით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა
N7 დარჩენილი სარეზერვო დროის გამოყენება (ვიდეო)
აქტივობის მიზანი:
● შემზადება შემდგომი გაკვეთილისთვის
აქტივობის აღწერა:
● გეომეტრიული გარდაქმნების სხვადასხვა გამოყენების
ჩვენება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||
|
Tuesday, December 25, 2018
შიდა დაკვირვების გაკვეთილი IX კლასში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment