Tuesday, December 25, 2018

შიდა დაკვირვების გაკვეთილი V კლასში

                                              გაკვეთილის  გეგმა

სკოლა
მუხურის თემის საჯარო სკოლა
ავტორი
ციცინო ჩიქოვანი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური
V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
4 მოსწავლე
საგანი
მათემატიკა
გაკვეთილის თემა
ზომის ერთეულები
ესგ სტანდარტი
მათ.V.4 იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს
სასწავლო მიზნები
მოსწავლემ გაიხსენოს და გაიწაფოს სიგრძისა და დროის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებაში, გამოიყენოს დამოკიდებულება ამ ერთეულებს შორის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას

მოსწავლეთა ორგანიზება
მოსწავლეებს ვამუშავებ მთელ კლასთან ერთად, ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად
შეფასება
განმავითარებელი
წინასწარი ცოდნა
წარმოდგენა აქვთ სიგრძის, დროის და მასის საზომ ერთეულებზე; იციან რა კავშირია ამ ერთეულებს შორის; იყენებენ მასის ერთეულებს; იციან ნატურალური რიცხვების შედარება და მათზე მოქმედებები; ფიგურის პერიმეტრის გამოთვლა.
სასწავლო რესურსი
სახელმძღვანელო V კლასი-ნ. ჯაფარიძე, ნ.წულაია, მ.წილოსანი- გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის; სამუშაო რვეული, საწერკალამი, სახაზავი, საზომი ლენტა, დაფა, ცარცი, ფერადი მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, თვალსაჩინოება, სამუშაო ფურცლები. ზონარი.
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა - „გამოწვევა“ – 2 წთ
მოსწავლეებს აცნობს გკვეთილის მიზანს და შეფასების ფორმას.
II ფაზა - „შინაარსის რეალიზება“ – 40 წთ
აქტივობა 1. „ამოწმებს დავალებას“ – 5 წთ
აქტ. აღწერა: ამოწმებს დავალებას შემოვლით, უხსნის გაუგებარ საკითხებს, შემდეგ ახდენს მოსწავლეთა მოტივაციას კითხვებზე პასუხის გაცემით „გამოსაძახებელი ჩხირების“ საშუალებით. მოსწავლეები შეიხსენებენ და ხსნიან გვ.44-ზე N2 და N3 სავარჯიშოს
აქტივობა 2. „ინდივიდუალური მუშაობა“ – 5 წთ
აქტ.აღწერა: ნახაზის მიხედვით პოულობენ მონაკვეთის სიგრძესა და ოთხუთხედის პერიმეტრს გვ.44-ზე N10 და N11 ამოცანა
აქტივობა 3. „წყვილებში მუშაობა-ქვიზი“ – 7 წთ
აქტ.აღწერა: აწყვილებს მოსწავლეებს, კომპიუტერის საშუალებით აწვდის საინტერესო აქტივობას საზომ ერთეულებს შორის კავშირის დამყარებაზე.
აქტივობა 4. „დაფასთნ მუშაობა“ – 5 წთ
აქტ.არწერა: დაფასთან „ჩხირების“ საშუალებით გაიძახებს მოსწავლეებს სახელმძღვანელოს გვ.45-ზე მოცემული N16, N17,N18 და N20 ამოცანებზე.
აქრივობა 5: „ჯგუფური მუშაობა“ – 10 წთ
აქტ.აღწერა: ჯგუფს აძლევს ასეთ დავალებას: ზოგიერთი საგნის ზომები გაუზომავად ჩაწერონ გრაფაში, „ვარაუდი“. მერე გაზომონ ხელსაწყოებით და მონაცემები ჩაწერონ გაზომვის „შედეგებ“-ში. შეადადარონ მათი ვარაუდები გაზმოვის შედეგს და გააკეთონ დასკვნები; ჯგუფის წევრებთან იმსჯელონ, როგორ შეიძლება გაიზომოს მოცემული საგნები; ლიდერი გააკეთებს პრეზენტაციას; შეაფასებს საკუთარ თავს და ჯგუფის წევრების მუშაობასაც.
III ფაზა: - „რეფლექსია“ – 8 წთ
აქტივობა 6. „შეფასება“
აქტ.აღწერა: შეაჯამებენ გაკვეთილს, გააკეთებენ დასკვნას მიზნის მიღწევაზე, იმსჯელებენ დადებით მხარეებზე,  რა ვისწალეთ, რა გავაკეთეთ, რაში გამოგვადგება, რა იყო კარგი. შეაფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი სიტყვიერი კომენტარების მიცემით.
აქტივობა 7. „საშინაო დავალება“ – 3 წთ
აქტ.აღწერა: აძლევს საშინაო დავალებას და ინსტრუქციებს ამოცანების ამოხსნისათვის. დავალება: გვ.44-ზე N8, გვ.45-ზე N13,N14,N19.
დამატებითი აქტივობა: „ამოცანების ამოხსნა“
აქტ.აღწერა: კომპიუტერის საშუალებით მიაწოდებს სახალისო და საინტერესო ამოცანებს.


18.10.2018 წ
                                                      გაკვეთილის რეფლექსია

      2018 წლის 18 ოქტომბერს V კლასში ჩავატარე შიდა დაკვირვების გაკვეთილი თემაზე „ზომის ერთეულები“. გაკვეთილის მიზანი იყო: მათ.V.4. იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს. შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე იხსენებს და გაწაფულია სიგრძისა და დროის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებაში; იყენებს დამოკიდებულებას ამ ერთეულებს შორის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.                 
     გაკვეთილის დაწყების პირველ ფაზაში მოსწავლეებს გავაცანი მიზანი და შეფასების ფორმა პიქტოგრამით, რომლებიც წინასწარ მქონდა გაკრული კედელზე.  მოსწავლის მიერ თითოეული სწორად და კარგად შესრულებული დავალება შეფასდებოდა ვარსკვლავით, რომელიც ჩაიხატებოდა სიხშირეთა ცხრილში სიმბოლოთი, ბოლოს დაჯამდებოდა და გამოვავლენდით ამ გაკვეთილის ვარსკვლავს.
     გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, კმაყოფილი ვარ ერთი მხრივ იმით, რომ ოთხივე მოსწავლე კარგია, მეორე მხრივ დაგეგმილმა აქტივობებმაც სათანადოდ იმუშავა. მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს. კარგი იყო ის,რომ ბავშვებმა ისწავლეს წყვილებში და ჯგუფში მუშაობა, რითაც მათ განუვითარდებათ თანამშრომლობითი მუშაობის და პრეზენტაციის გაკეთების უნარი. შედეგების შეჯამებაც სწორად იყო გამოყენებული, სწავლებიდან მიღებუი სიამოვნება შექება ყველამ დაიმსახურა. ოთხივე ამ გაკვეთილის ვარსკვლავი გახდა.
    გეგმით გათვალისწწინებული აქტივობის გადახვევა - მოდიფიცირება დამჭირდა. აქტივობა „წყვილებში მუშაობის“-თვის 7 წთ მქონდა გათვალისწინებული. ერთ-ერთ დავალებაში 2სთ 20წთ 5წმ უნდა გამოესახათ წამებით, რომელიც ვერ შეძლეს. შეცდომას უშვებდა ოთხივე ბავშვი, რაც მათთვის „ნაყოფიერი შეცდომა“ იქნა. დაფასთან გავიყვანე ერთი მოსწავლე, რომელმაც დამხმარე კითხვების საშუალებით შეძლო სწორად ჩაეწერა. ამან კი აქტივობა „დაფასთასთან მუშაობის“ დრო წაგვართვა და ამიტომ ეს აქტივობა ბოლოში დამატებითი აქტივობისთვის გადავიტანე. პრობლემა არის ის რომ დროის ლიმიტი ვერ დავიცავი.შემდეგში გაკვეთილების ჩატარებისას, ცხადია, გავითვალისწინებ გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა, კერძოდ უფრო მეტს ვიმუშავებ დროის ლიმიტის დაცვაზე, რისთვისაც უფრო ნაკლებ აქტივობებს დავგეგმავ.












                                                        

No comments:

Post a Comment