Monday, March 27, 2017

რეფლექსია

                     პროფესიული განათლების რეფლექსია

     1973 წლიდან ვასწალი მუხურის თემის საჯარო სკოლაში მათემატიკას.  მოსწავლეების  საჭიროებებიდან გამომდინრე მიმიმართავს სხვადასხვა აქტივობებისთვის, მაგრამ ეს აქტივობები არასაკმარისი იყო. სასურველ შედეგზე გასასვლელად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობა არის სწავლება  სასწავლო პროექტებით. იმისათვის, რომ განსახორციელებელი პროექტები მორგებული ყოფილიყო საჭირო კრიტერიუმებს, საჭირო გაცდა გამევლო ტრენინგი: ინფორმციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, რომელიც გავიარე 2017 წლის თებერვალში.
                                                 აქტივობის დეტალური აღწერა
        აღნიშნული ტრენინგ კურსი მოიცავდა რვა მოდუს კურსის სრული ხანგრძლიბობა იყო 36 საათი. ტრენერი: დათო მალანია
        პირვეი დღის პირველ სესიაზე ტრენინგში მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა გაგვაცნო პროექტის მოთხოვნები, შეგვასწავა პულიკაციის მომზადება და გამოცემა.
        მეორე დღეს სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, განვიხილეთ შეფასების მეთოდები და სტრატებიები.
         მესამე დღეს განვსაზღვრეთ, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.
         მეოთხე დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგბლობით გამოყენების გზები.
         მეხუთე დღეს შევიმუშავეთ შეფასების გეგმა, გვასწავლეს, როგორ შევაფასოთ მოსწავლის სწავლა და როგორ ჩვრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში და ა.შ. შემდეგ მეცადინეობებზე ტრენერმა გვასწავლა დაგეგვმა   მოსწავლეთა წარმატებისთვის, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯოესებლად, როგორ მოვამზადოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები ეფექტურად.
         სრული კურსის გავლის შემდეგ სხვადასხვა კლასში განვახორციელე რამოდენიმე პროექტი, შეძლებისდაგვარად დაგროვილი ცოდნა კოლეგებსაც გავუზიარე, რის შემდეგაც მასწავლებლებსაც გაუჩნდათ სურვილი გაევლოთ ეს ტრენინგი.
         პირადად მე ამ ტრენინგმა მასწავლა სათანადოდ გამოვიყენო თანამედროვე ტექნლოგიები  სრულყოფილი და საინტერესო გავეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად. სურვილი მაქვს კიდე უფრო ავიმაღლო ჩემი პროფესიული დონე ასეთი ტრენინგების გავლით.







No comments:

Post a Comment