Tuesday, March 28, 2017

გაკვეთილის გეგმა

                                                     გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
წრეწირი. წრე
სწავლების საფეხური/დისციპლინა
VI კლასი, დაწყებითი, მათემატიკა
მოსწავლეთა რაოდენობა
8 მოსწავლე
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ ამოიცნოს გეომერიულ ფიგურებს შორის წრეწირი, შეძლოს მისი ელემენტების აღწერა,მითითება სურათზე, ამოიცნოს და მონიშნოს წერტიები წრეწირზე, წრეწირის შიგნით და მის გარეთ, შეძლოს წრეწირში მრავალკუთხედის ჩახაზვა, განასხვაოს წრე წრეწირისგან, რეწირი წრის საზღვარია, წრე მოიცავს წრეწირს, გამოიყენოს მიღებული ცოდნა ამოცანების ამოხსნისას
ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები/
ამოიცნოს, აღწერს და გამოსახავს გეომეტრიულ ფიგურებს, თუ მოსწავლე უთითებს წრის/წრეწირის ელემენტებს, კორექტულად იყენებს წრეწირთან/წრესთან დაკავშირებულ ტერმინებს, ყოფს წრეწირს/წრეს ტოლ ნაწილებად/სექტორებად. 
თანმიმდევრობა (აქტივობები)
პროგრამა MS powerpoint-ის გამოყენებით ეკრანზე სლაიდის გამოჩენისას შევატანიებ სათაურს: წრეწირი. წრე. ახალი სლაიდის ჩასამატებლად ირჩევენ Home Slide ჯგუფის ბრძანებას New slide და ირჩევენ Two content ზედა ტესტურ ჩარჩოში ჩაწერენ რადიუსი, ქორდა, დიამეტრი. მოსწავლეები ხედავენ კედელზე გამოსახულ გეომეტრიულ ფიგურებს და ამოიცნობენ მათ შორის წრეწირებს. თვითონაც დახაზავენ წრეწირებს და მიანიშნებენ ყოველი მათგანის ცენტრს, შემდეგ შეღებავენ წრეწირით შემოსაზღვრულ სიბრტყის ნაწილს, რომელიც წრეა წრეწირთან ერთდ. ამის შემდეგ ვავარჯიშებ წრეწირის წერტიების, მის შიგნით და მის გარეთ წერტილების მითითებაზე.
შეფასება
ამ აქტივობის შედეგად მოსწავლე გაეცნობა კიდევ ერთ გეომეტრიუ ფიგურას-წრეწირს და მის ელემენტებს. გაიფარტოვებს გეომეტრიული აღქმის უნარს, რაც საფუძველს უქმნის მომავალში დებულებების დამტკიცებას, გეომეტრიული ამოცანების ამოხსნის შესწავლისათვის. აქტივობის დასასრულს ჩავინიშნავ შენიშნულ ხარვეზებს, იქვე დავსახავთ მისი გამოსწორების გზებს. ჩავინიშნავ იმ მოსწავლეებს და მასთან დაკავშირებუ საკითხებს რომელთ გათვალისწინება მომიწევს მომავალში. კლასში მოსწავლეებთან ერთდ შევაჯამებ აქტივობის შედეგებს მოვისმენ თვად მოსწავლეთ შედეგებს და შენიშვნებს.
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერები, პროექტორი, პრინტერი, ბარათები, შეფასების სქემები, სახელმძღვანელო, პროგრამა MS Powerpoint



                                                 

No comments:

Post a Comment